საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროექტის „პროფესიული განათლება სადურგლო სახელოსნოს ბაზაზე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ფონდთან ერთად „საქართველოს კარიტასი“ ხორციელდება. პროექტის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი ჯუზეპე პაზოტო, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი პადრე ქშიშტოვ კოვალი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მიმდინარე წელს, საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისსა“ და „საქართველოს კარიტასს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა „დურგლის“ პროფესიის პროგრამის განვითარება და პოპულარიზაცია, ურთიერთობის დამყარება კოლეჯ „მერმისსა“ და იტალიის რესპუბლიკის (ამავე პროფილის) კოლეჯებს შორის - ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა თუ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.