“პროექტში 3 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ( საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ახალგაზრდული ონლაინრადიოს შექმნაა. პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, ყველაზე დიდი ინტერესი საქართველოში გამოხატეს, ამიტომ დამატებით მეორე ტრენინგის ჩატარებას ვგეგმავთ“- აღნიშნავს პროგრამის კოორდინატორი ხატია შალამბერიძე.
„ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა ურთიერთობა ფონდ „ღია საზოგადოებასთან“ ამ პროექტის შექმნამდე, ამიტომ ვიცოდით ქართველი ახალგაზრდების დიდი ენთუზიაზმის შესახებ. ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს მედია. გადავწყვიტეთ საქართველოში შევქმნათ ონლაინრადიო, რომლის შექმნაშიც დიდ როლს ქართველი ახალგაზრდები შეასრულებენ. მთავარი მიზანი ამ ახალგაზრდების დახმარებით ახალი მედიაპროდუქციის შექმნაა“ - ამბობს ვერონიკა დივიშოვა, სოროსის ფონდის წარმომადგენელი ჩეხეთში.
ტრენინგს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
„„სამოქალაქო ინიციატივა“ მრავალი წელია ახალგაზრდულ საკითხებს პრიორიტეტულად მიიჩნევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობის პრობლემები და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ. ონლაინრადიო კი საკმაოდ კარგი პლატფორმა იქნება, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა“- აღნიშნავს ნინო ღვედაშვილი, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის ,, სამოქალაქო ინიციატივის“ წარმომადგენელი.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, ონლაინრადიო საქართველოში მაუწყებლობას 2015 წლიდან დაიწყებს.