„ქალების ხმა“ მთავრობის კანცელარიასთან
21 ოქტომბერი, 2014
„ქალების ხმა“ მთავრობის კანცელარიასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი „ქალების ხმა“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი იყო.
პერფორმანსის მიზანია თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის - როლისა და ფუნქციის აღწერა და ამ როლის გაპროტესტება.

„მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთის უფლებებისთვის ვართ სოლიდარულები, როცა ჩვენ ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი სამოქალაქო უფლებები იყოს დაცული. ეს ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რატომაც ვარ მე დღეს აქ“ -განაცხადა უფლებადამცველმა რატი იოთანამიშვილმა.

აქციის მონაწილეებს სახეზე აფარებული ჰქონდათ თავსაბურავები. ეს გამოხატავდა პროტესტს საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები უნდა იყვნენ ჩუმად და მათ არაფრის უფლება აქვთ.

აქციის მონაწილის გვანცა დეისაძის თქმით, „მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის ქალებთან მიმართებაში, მძიმეა. ამ მიდგომებს მივყავართ იმ ფატალურ შედეგებამდე, რაც ჩვენი რეალობაა, დაღუპულია 23 ქალი. მე მოვუწოდებ ყველა ქალს, რომ დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ იქნებიან თავისუფლები, თუ იქნებიან სხვაზე დამოკიდებულნი“.

მაია სიმონიშვილის აზრით, საზოგადოებაში სოლოდარობის ფენომენი შედარებით გაიზარდა, რადგან წინა აქციაზე სულ რაღაც ათი ადამიანი იყო შეკრებილი, ხოლო დღეს მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary