შეხვედრა ფიროსმანთან
21 ოქტომბერი, 2014
შეხვედრა ფიროსმანთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ისტორიის მუზეუმმა და ეროვნულმა გალერეამ პროექტს "შეხვედრა ფიროსმანთან" უმასპინძლა.
ექსპოზიციაზე გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარიელი, ჰოლანდიელი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი . "შეხვედრა ფიროსმანთან" უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. იდეა ბერლინელ მოქანდაკეს ეკუთვნის.

უცხოელმა ხელოვანებმა ფიროსმანის შემოქმედებას იხილეს, გაიცნეს ქართველი კოლეგები და მათ მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

"მოგეხსენებათ, ეს პროექტი უკვე მეხუთე წელია ტარდება საქართველოში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. გერმანელი მხატვრები ჩამოდიან საქართველოში რათა ნახონ ფიროსმანი. თანამედროვე მხატვრები ქმნიან სპეციალურად ნახატებს, ობიექტებს, ქანდაკებებს, რომელსაც უძღვიან ფიროსმანს. ისინი თვლიან, რომ ფიროსმანი არ უნდა დადიოდეს მსოფლიოში, პირიქით მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოდიოდეს და ნახულობდეს მას თავის სამშობლოში“ – აღნიშნა ლიკა მამაცაშვილმა, თბილისის ისტორიული მუზეუმის გამოფენების კურატორმა.

საერთაშორისო პროექტი ,,შეხვედრა ფიროსმანთან“ არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოფენებით, გაიმართება ლიტერატურული საღამოებიც.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary