ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წიგნის სახლ ლიგამუსში, დისკუსია სახელწოდებით " ფემიციდი საქართველოში" გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი იყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის კრიზისსა და ქალთა უფლებების შელახვაზე. ასევე, ოჯახის ინსტიტუტის, სახელმწიფოს ინსტიტუციური პოლიტიკისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის შესახებ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, რომელმაც ისაუბრა ქალების დისკრიმინციის ფაქტებზე და გამოთქვა აზრი სამართალდამცავების გადამზადების შესახებ.
,,მიუხედავას იმისა, რომ შეხვედრაზე გამოთქმული იყო სხვადასხვა აზრი ქალების მიმართ ძალადობაზე, მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი მოდის გაუნათლებლობიდან. სახელმწიფომ ასეთი ფაქტების შესამცირებლად ვერაფერს გააკეთებს გარდა იმისა, რომ დიდი თანხები ჩადოს მომავალი თაობის განათლებაზე" - განაცხადა ივანე გიგოლაშვილმა.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა, პროფესორებმა და მედია წარმომადგენლებმა.