ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი სახელწოდებით "აღმოაჩინე შენში ახალგაზრდა ლიდერი" ჩატარდა.
ტრენინგს ორგანიზებას ილიაუნის თვითმმართველობა, "უფლებების ლიგა" და " ანტიპოდები" ერთად უწევენ.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს აუმაღლოს თვითშეფასება, დაანახოს საკუთარი შესაძლებლობები, ასევე ის გზები, რომლითაც ამ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებენ და წარმართავენ.
"აღნიშნული ტრენინგი არის ოთხ დღიანი და როგორც ტრენინგის სახელიდან ჩანს, მონაწილეები ისწავლიან სიტუაციების მართვას, სწრაფ რეაგირებას, რის შემდეგაც დაეუფლებიან ლიდერის თვისებებს. თავდაპირველად აპლიკაცია შეავსო 300 სტუდენტმა, ხოლო გასაუბრების შემდეგ შეირჩა მხოლოდ 40 სტუდენტი", განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნანუკა შუბლაძემ.
ტრენინგის მონაწილის ქეთა მაისურაძის თქმით, საკმაოდ ენერგიული დღე იყო "როდესაც ყველაფერი მორჩა, შემდეგ ემივხდი თუ როგრო დავიღალე. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველმა ტრენინგმა უკვე ბევრი რამ მასწავლა. ძალიან ორგანიზებული იყო ყველაფერი. თავისუფალი გარემო იყო. პირველი დღისთვის, არაჩვეულებრივი იყო და ამისთვის მადლობა, როგორც თორნიკე ჩიქოვანს, ისე მისი გუნდის წევრებს. ველოდები კიდევ უფრო მეტს".
ტრენინგში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უმაღლეს საასწავლებელს შეეძლო.