თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის " საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსები" ორგანიზებით, საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება პროექტის "საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა" ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ორგანიზაციის დამფურძნებელმა ქეთი ონიანმა განაცხადა: " მალე ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნების ერთ წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მცირე პროეტქი განვახორცილეთ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვნად პროექტი "საქართველოს ახალაგაზრდა მთავრობა" მიმაჩნია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს იხსნება იდეის ინიციატორი რეგიონალური განვითარების მინისტრი მიხეილ გულიაშვილია. პროექტს გამოწვევითი ხასიათი აქვს, რომლის მიზანი საქველმქომედო ღონისძიებებში ორგანიზაციების ჩართვაა. საუბარი მაქვს იმ არასამთვარობო ორგანიზაციაზე, რომელთა წარმომადგენელების ნაწილიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრება. მოწვეული გვყავს, ასევე, ქალაქის მერი, ენერგეტიკის მინისტრი. ვფიქრობ, რომ წარმატებული პროექტი გამოვა".
კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ და მომღერალმა ირინა ბაირამაშვილმა აღნიშნა, " ჩემთვის და ვიქრობ, ჩემი ყველა კოლეგისთვის, ძალიან სასიამოვნოა მსგავს ღონისძიებებაში მონაწილეობის მიღება. ვცდილობ სულ ჩავერთო. დღეს თორმეტშვილიან ოჯახს ვეხმარებით, რაც განსაკუთრებულად ემოციური და სასიამოვნოა ჩემთვის".
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა და ამავე ორაგანიზაციის წევრმა მარიამ დვალიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, "დაფუძნების დღიდან ამ ორგანიზაციის წევრი ვარ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება. გვიწევს მინისტრებთან შეხვედრა. ჩვენი მუშაობა რეალური მთვარობის პრინციპების იდენტურია. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,იმდენად რამდენადაც, ეს დასწაყისია. მეორე ეტაპზე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ვგეგმავთ".