საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლოთეკაში დისკუსია-სემინარი თემაზე: ,,მყარი ნარჩენების მართვა საქართველოში" ჩატარდა. შეხვედრა "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
დისკუსიის მიზანი მყარ ნარჩენებზე საზოგადოების ინფორმირება იყო.
,,ნარჩენი არის ნებისმიერი ნვთიერება ან საგანი, რომელიც შეიძლება არსებობდეს წარმოების ან მოხმარების პროცესის შედეგად მიღებული ნედლეულის, მასალის, ნახევარფაბრიკატის, სხვა ნაკეთობისა და პროდუქტის ნაშთის სახით. აგრეთვე, იმ პროდუქციის სახით, რომელმაც დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და გადაყრას, განადგურებას ან ხვა ფორმით თავიდან მოცილებას ისახავს მიზნად მისი მფლობელი"- განაცხადა ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" წარმომადგენელმა ხათუნა ჩიკვილაძემ.
მან ასევე ისაუბრა ნარჩენების მართვის ძირითად პრინციპებზე, რომელიც 3R-პრინციპითაა ცნობილი და ნარჩენების მართვის იერარქიაზე. ,, 3R გულისხმობს: 1.Reduce ნარჩენების შემცირება; 2. Re-use ხელახალი გამოყენება; 3.Recycle გადამუშავება. იერარქია კი, პირველი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე, შემდეგი სახისაა: განთავსება, აღდგენა, რეციკლირება, ხელახალი გამოყენება, პრევენცია"_აღნიშნა ხათუნა ჩიკვილაძემ.
მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის თქმით, არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელები. უკანონოდ დაყრილი ნარჩენები გარემოსა და ჯამრთელობისთვის რისკის შემცველია. მნიშვნელოვანია მოხდეს ნაგვის დაყოფა საშიშ და ნაკლებად საშიშ, მალეხრწნად ნარჩენებად. ნინო ჩხობაძის აზრით, მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ფერის ურნები, სადაც ნარჩენებს ამ კატეგორიის მიხედვით განათავსებენ და მათი გადამუშავება მარტივი გახდება. დღეისათვის საქართველოში არ ხდება ნარჩენების განცალკევება და ყველა სახის ნარჩები ერთ ურნაში იყრება.
მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში.