თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს პროტესტი გამოეხატათ, წებოვანი ლენტისგან გაკეთებული ადამიანის ფუგურებით. თითოეული ფიგურა სხვადასხვა თემაზე იყო გაკეთებული და თავის სათქმელს ნათლად გამოხატავდა.
„ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ფიგურებიდან ერთ-ერთი არის ჩარჩოთი გაკეთებული ფანჯარა, რომლის უკან ნახატია სახლის ხედით, ხოლო ფანჯრიდან გადმოყოფილია ხელი, რომელიც ნაგავს აგდებს ძირს. ამით გასაგებია, რომ პროტესტი არის ფანჯრიდან ნაგვის გადმოყრის მიმართ, რაც მე ძალიან მაღიზიანებს“- აღნიშნა გიორგი გაგუამ.
ყველა ნამუშევარი გიორგის გაკეთებულია. თავდაპირველად სახლში ვარჯიშობდა, აკეთებდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ასეთი სახით გამოეხატა პროტესტი. მისი თქმით: „წებოვანი ლენტისგან ფიგურების გაკეთება ჩემი მოფიქრებული არ არის. ამერიკელმა ხელოვანმა მარკ ჯენკინსმა მოიფიქრა, რომ შეიძლებოდა სკოჩისგან ფიგურების გაკეთება. ეს გავიგე ერთ-ერთი გადაცემიდან, ძალიან მომეწონა და იდეა გადმოვიღე მისგან. მე გადავწყვიტე უფრო განსხვავებული ვყოფილიყავი“.
„ძალიან მომეწონა ნამუშევრები. შემთხვევით მოვედი აქ. ამგვარი რამ არსად მინახავს. ვფიქრობ, რომ ასეთი სახის ნამუშევრები კიდევ უნდა გაკეთდეს. გადავუღე ფოტოები და ვებგვერდზე ავტვირთავ, ვფიქრობ, დიდი მოწონება ექნება“- აღნიშნა ანა ჯანელიძემ.
საპროტესტო აქცია იყო მშვიდობიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფიგურების ხილვა და ფოტოების გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო .