ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის შეხვედრა ახალ საინიციატივო ჯგუფთან
27 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის შეხვედრა ახალ საინიციატივო ჯგუფთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა ახალ საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში შედგა და საუბრის თემა "საქართვლოში ახალგაზრდების ჩართვა ევროპული ინსტიტუტების გაძლიერებაში" იყო.


ახალგაზრა დიპლომატთა ლიგის პრეზიდენტმა ბესიკ ექსეულიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას: "ეს გამოწვევები ძირითადად არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა, ასევე, აფხაზეთ-რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელსაც სასტიკად ვეწინააღმდეგები, როგორც მე, ისე ლიგის თითოეული წევრი. აღსანიშნავია, კახეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობაც, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს".

შეხვედრაზე საუბარი იყო: საფრთხეებზე, რომელიც ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაა მოსალოდნელი; რა როლი აკისრიათ ახალგაზრდებს, ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და რა ბერკეტებს ფლობენ ისინი; ასევე, იმ აქციაზე, რომელიც 8 ნოემბერს ლიგის მიერაა დაგეგმილი.

,,ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მესიჯი გავუგზავნოთ ხელისუფლებას, რათა რეაგირება იყოს ადეკვატური. ფაქტობრივად საქართველო ჩუმად კარგავს აფხაზეთს და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს"– აღნიშნა ბესიკ ექსეულიძემ.

ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგაში შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, რომელშიც გაწევრიანებულია უარავი სტუდენტი, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

,,კარგი იქნება თუ კიდევ ბევრი სტუდენტი შემოუერთდება ჩვენს საინიციატივო ჯგუფებს და ხელისუფლებას დავანახებთ, რომ სტუდენტები არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მომავალი, ქვეყნის საკეთილდღეოდ" – გვითხრა საუბრისას კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა თათული ინდაშვილმა.


 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary