არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში - ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის თაოსნობით ჩატარდა. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ.
მომხსენებლებმა იქ მყოფ სტუმრებს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოები გააცნეს, ასევე მათ ჩატარებულ მიზნობრივ ინვენტარიზაციის შედეგებზე ისაუბრეს. ,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის იმპლემენტაციას საქართველოში, ეროვნულ დონეზე გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ გვქონდა ერთგვარი ანგარიში იმ პროექტების შედეგების შესახებ, რომლებიც განხორციელდა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობით" - აღნიშნა კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, 2012 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ტესტირების მიზნით, ატენის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრების პილოტური ინვენტარიზაცია მოეწყო. მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის შედეგად გამოვლინდა 120-ზე მეტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომლებზედაც ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი მიმდინარეობს.