ლექციის მიმდინარეობისას გიორგი ხარებავამ განმარტა, თუ რას ნიშნავს ლექციის მთავარი თემა და ისაუბრა პოსტმოდერნისტული მდგომარეობის გავლენაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროებზე მათ შორის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე:
„პოსტმოდერნული მდგომარეობის მთავარი არსი ის არის, რომ სინამდვილის ხედვა , რომელიც ამა თუ იმ იდეოლოგიას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული. პოსტმოდერნული მდგომარეობა აღწევს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“- აღნიშნა გოორგი ხარიბეგაშვილმა.
ლექციას ილიაუნის სტუდენტებთან ერთად სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც დაესწრნენ.
„ჩემმა მეგობარმა მითხრა ლექციის შესახებ, თემამ დამინტერესა და გადავწყვიტე დავსწრებოდი. საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი შეხვედრა და, ვფიქრობ, ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია გავიგე პოსტმოდერნული მდგომარეობის შესახებ“- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ბოჭორიშვილმა.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და გიორგი ხარიბეგაშვილმა სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოველ სამშაბათს ჩატარდება ილიაუნის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში“.