ფილმის პრეზენტაციას დაესწრნენ კონფლიქტოლოგები და საკითხით დაინტერესებული პირები. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ოს ახალგაზრდობაში არსებული განწყობის შესახებ.
"ძალიან დიდი და კარგი საქმეა გაკეთებული. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება ექნება და მშვიდობა დამყარდება" – აღნიშნა ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა მანანა დარსაძემ.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას მიიღეს.
როგორც პროექტის მონაწილე გურანდა ბურსულაია ამბობს: "ძალიან მომეწონა დღევანდელი საღამო, იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი დღემდე არ მქონდა ნანახი. ძალიან კარგია, რომ დაინტერესება ჰპოვა საზოგადოებაში ჩვენმა ფილმმა. არ ველოდი ამდენ ხალხს. ძალიან ბევრი ემოცია გვაქვს, რომელიც დღემდე მოგვყვება".