GAU-მკლავდი პრობლემებს მსჯელობით!
29 ოქტომბერი, 2014
GAU-მკლავდი პრობლემებს მსჯელობით! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
GAU-ღე კარი გამოწვევებს! GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს! GAU-მკლავდი პრობლემებს მსჯელობით! ამ და სხვა ბევრი გზავნილის მატარებელი იყო GAU-ში გამართული საჯარო ლექცია თემაზე „ძალადობა ქალებზე“. ლექციას მწერალი ლაშა ბუღაძე და ექპერტი გენდერის საკითხებში ეკატერინე აღდგომელაშვილი უძღვებოდნენ.
საჯარო ლექცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა გახსნა, მოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მწუხარება გამოთქვა, რომ შეხვედრა ასეთ მძიმე თემას ეხებოდა. მან ბოლო დროის მოვლენებს სრული საშინელება უწოდა, ახალგაზრდებს კი მიმართა თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტად გაევრცელებინათ ანტიძალადობრივი გზავნილები.

ლექციის მიმდინარეობისას ეკატერინე აღდგომელაშვილმა ძალადობის სოციალური და ფსიქოლოგიური საფუძვლები განიხილა. ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე ან მსხვერპლია, მომავალში თავად ხდება მოძალადე. მან ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ეკლესიასა და მედიას დააკისრა, შემდეგ კი საზოგადაოებასა და ოჯახს. მან ასევე ხაზი გაუსვა კულტურის მნიშვნელობას, როგორც გენდერული დისბალანსის წამქეზებელსა და ხშირ შემთხვევაში ძალადობის მამოტივირებელს. საუბრისას ასევე გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც მსხვერპლი ვერ ახერხებს თავი დააღწიოს მოძალადეს. „ ეკონომიკური დამოკიდებულება, ის, რომ ქალს შეიძლება არ ჰქონდეს სათანადო განათლება, ტრადიციის მიხედვით ის არ არის მემკვიდრე, შეიძლება მას არ ჰქონდეს წასასვლელი და, რაც მთავარია, ეშინია საზოგადოების დამოკიდებულების, იძულებულია დარჩეს და აიტანოს დამცირება და ძალადობა, საბოლოოდ მივდივართ დასკვნამდე, რომ საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიცვალოს“- აღნიშნა ეკამ.

ლაშა ბუღაძემ ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული ისტორიული პერიოდების მიხედვით დაყო და განიხილა, მოიშველია რა ახალი აღთქმა და სხვადასხვა პიესა-ნაწარმოები. „ პრობლემა მცირდება, როცა მას ვებრძვით განათლებით“- თქვა ლაშა ბუღაძემ.

ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართ.

„ყველამ ვუთხრათ უარი ძალადობას, ძალადობა არ უნდა იყოს არც ერთ ოჯახში, იმიტომ რომ ოჯახური ერთობა ამით ირღვევა“ - ასე შეაფასა ბოლო მოვლენები GAU-ს სტუდენტური თვითმართველობის თავჯდომარემ, სანდრო კახიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary