ახალგაზრდა პოლიტოლოგების შეხვედრა სტუდენტებთან
30 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა პოლიტოლოგების შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულმა ,,ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, როგორც კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის, ასევე კლუბის საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
კლუბის მიზანია პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტებისთვის და ამავე დროს დაინტერესებული საზოგადოებისათვის კონფერენციების, საჯარო ლექციების, დებატების მოწყობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი 2012 წლის მაისში შეიქმნა და 2 წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება ჩაატარა.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მიხეილ შენგელიამ განაცხადა :,, კლუბის არსებობის განმავლობაში მოვიწვიეთ რამდენიმე სტუმარი, მათ შორის მამუკა არეშიძე, ჯაბა სამუშია, რომელიც უძღვებოდა დებატებს რუსეთ- საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დისკუსია ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი გამოდგა. ჩვენმა კლუბმა ასევე ჩაატარა დისკუსია ,,ევროკავშირი და საქართველო“, რომელზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 50-მდე აპლიკანტმა სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტიდან. ამ დისკუსიას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა“.

დარიგდა ფლაერები, სადაც მითითებული იყო საკონტაქტო ინფორმაცია კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary