,,დღევანდელი ღონისძიება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და MasterPease საქართველოს კლუბის ერთობლივი ინიციატივით იმართება. ჩვენი მიზანია, პროექტში ჩავრთოთ ქართველი და არა მარტო ქართველი სტუდენტები. გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ ძალადობას, ამ შემთხვევაში კი მხატვრობით“ -აღნიშნა გიორგი აზარიაშვილმა, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტმა.
პროექტს პროფესიონალი და მოყვარული მხატვრები შეუერთდნენ. მონაწილეობა ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
,,პროექტის შესახებ ფეისბუქის საშუალებით გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არ ვარ, გადავწყვიტე აქციაში მიმეღო მონაწილეობა. ნახატი, რომელსაც ვხატავ, ძალადობის საწინააღმდეგოდ შეიძლება აღვიქვათ. ვხატავ ორსულ ქალს, ახალი სიცოცხლის საწყისს“- აღნიშნა თამარ გაგლოევამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.