პროექტი მიზნად ისახავდა თსუ-ს ადმინისტრაციული მენეჯმენტის რეფორმის ხელშეწყობას, მოდერნიზაციას, ერთიანი ინფორმაციული მენჯმენტის პროგრამის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის გზით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, აგრეთვე, იყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის/ერთეულის შექმნის პროცესების ხელშეწყობა, რაც მოიცავდა მისი სტრუქტურის შეფასების, თანამშრომლების სამუშაო აღწერილობისა და განსახორციელებელი მოსამზადებელი აქტივობების განსაზღვრასა და დაგეგმვას, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.
სოციალურ მეცნიერებათა ცენტის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ აღნიშნა, რომ პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებით გაკეთდა. მან ასევე ისაუბრა ამ პროექტის ამოცანებსა და შედეგებზე.
მთავარი რეკომენდაციები დამსწრე საზოგადოებას ნანი ბენდელიანმა გააცნო, რომელიც სტატეგიული განვითარების კოსნულტანტია. მან ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ სამუშაოებსა და ძირითად რისკებზე.
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ ბაღათურიამ აღნიშნა: „ვვარაუდობდი, რომ ღონისძიებაზე დასწრება საინტერესო იქნებოდა და მართლაც, ასე მოხდა. შეხვედრაზე განიხილეს ჩემთვის საინტერესო თემები“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები. შეხვედრის ფარგლებში მიმდინარეობდა დისკუსიაც.