ჯგუფური გამოფენის გახსნა
01 ნოემბერი, 2014
ჯგუფური გამოფენის გახსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

გალერეაში "სფუმატო" ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.


გამოფენაში მონაწილე მხატვრები პერიოდულად აკეთებენ, როგორც ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებს. ისინი აკადემიიდან მეგობრობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს ერთობლივი გამოფენა გაემართათ.

გამოფენაში მონაწილე მხატვრები უკვე შემდგარი და პროფესიონალი მხატვრები არიან, თუმცა, მათი თქმით, ჯერ ყველაფერი წინაა და ნელ-ნელა ყალიბდებიან.

მასში მონაწილეობას იღებენ: ბექა სვირავა, იოლა ნიზამუტდინოვა, მარიამ ბაიდოშვილი, ლევან მაჭარაშვილი, თორნიკე აბულაძე, ლაშა ბერუაშვილი.
"ძალიან ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. მქონდა როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენები. მოგვენატრა ერთობლივი გამოფენები, ამიტომაც გადავწყვიტეთ ახლა გაგვეკეთებინა. ჩვენი ნახატებიდან გამოვარჩიეთ რამდენიმე და აქ წამოვადგინეთ. იმედია მოეწონება დამთვალიერებელს"- თქვა მხატვარმა ლევან მაჭარაშვილმა.
მხატვარმა ბექა სვირავამ აღნიშნა: "ჯგუფურ გამოფენამდე ცოტა ხნის წინ მქონდა პერსონალური გამოფენა. ამ გამოფენაში 6 მხატვარი ვმონაწილეობთ. სულ წარმოდგენილია 31 ნამუშევარი. აქ წარმოდგენილია როგორც პეიზაჟები, ასევე ფერწერული და გრაფიკული ნახატები. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დაათვალიეროს ეს ნამუშევრები".

გამოფენაზე ბევრი დამთვალიერებელი იმყოფებოდა. ისინი მოხიბლულები იყვნენ როგორც ნახატებით, ისე მხატვრების ნიჭიერებით.

"ძალიან მომეწონა ყველა ნამუშევარი, უდავოდ უნიჭიერესი ადამიანები არიან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ლევან მაჭარაშვილის ნახატებს. მისი არაერთი ნახატი მაქვს ნანახი და ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ჩემში. მომხრე ვარ, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი გამოფენები" - აღნიშნა დამთვალიერებელმა თამუნა მაჭარაშვილიმა.

ასევე, ერთ-ერთი დამთვალიერებლის მაია ბერულავას თქმით, "მსგავსი სახის გამოფენები ძალიან კარგია მხატვრებისთვის, უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა მათ ნამუშევრებს და შესაბამისად, მეტი დამთვალიერებელი ეყოლებათ. აქ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან კი გამოვარჩევდი ფერთა გამას".

გალერეა ღიაა ყოველდღე კვირის გარდა 13:00-დან 19:00 საათამდე. გამოფენა 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary