ეროვნულ ბიბლიოთეკაში პიტერ ბრუკის ფილმის ჩვენება გაიმართა
24 ივნისი, 2013
   ეროვნულ ბიბლიოთეკაში პიტერ ბრუკის ფილმის ჩვენება გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლმენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პიტერ ბრუკის ფილმის "ბუზების მბრძანებელი" (1963) ჩვენება გაიმართა.
ჩვენების შემდეგ ფილმის შესახებ პოეტმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო პროექტის განხორციელება "თეატრალურის კინოკლუბი ეროვნულ ბიბლიოთეკაში". თეატრალურის კინოკლუბი 2013 წლის 8 აპრილიდან მართავს კინოჩვენებებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
"ზოგადად, რომანებში ამუშავებენ რამდენიმე ძირითად სიუჟეტს, უმეტესობა იწყება ნადირობით ან კატასტროფით. ჩვენ შემთხვევაში ეს რომანი დაიწყო კატასტროფით. მოვლენები ვითარდება პატარა უკაცრიელ კუნძულზე, სადაც ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილი ბავშვები იმყოფებიან. მოულოდნელი ცვლილებები ცხოვრებაში მათ ყველაფერს ავიწყებს, ადამიანობასაც კი. ფილმში გამოსახულია ადამიანთა სისასტიკე. ადამიანი კარგავს ყველაფერს, როდესაც ცივილიზაციას მოწყდება, ასე იყო სწორედ ამ ბავშვების ისტორია" - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ფილმზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების ტელეფონის ნომერზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ სეზონზე ეს იყო ბოლო ჩვენება, ამით ამოიწურა ფილმების ციკლი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary