„დათო ტურაშვილის საღამო“ თსუ-ში
05 ნოემბერი, 2014
„დათო ტურაშვილის საღამო“ თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტმა "დათო ტურაშვილის საღამო" გამართა.


ღონისძიების განმავლობაში მწერალმა თავისი შემოქმედება განიხილა. მან ყურადღება გაამახვილა წიგნებზე: ,,ტყეების მეფე", ,,იყო და არა იყო რა", ,,ამერიკული ზღაპრები", ,,ჯინსების თაობა".

დათო ტურაშვილმა შეხვედრისას ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც ქართულ მწერლობაში მკვიდრდება და იმ ახალ წიგნზე , რომელზეც იგი ამჟამად მუშაობს .

,, მართალია მწერალი არის ყველა ის ადამიანი, რომელსაც წერა შეუძლია , მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მკითხველი , თუ ვინ არის ნამდვილად მწერალი და ვინ არა"– აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

,,დათო ტურაშვილი არ არის მარტო მწერალი. პირველ რიგში, ის არის დიდებული ადამიანი, პიროვნება, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი გამოცდილებისა და მოსაზრების გადმოცემა. ის არის ავტორი, რომელთან შეხვედრასაც მოისურვებდა არა მარტო თსუ-ს სტუდენტობა, არამედ, ყველა ასაკის ადამიანი" - გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის თვითმართველობის კულტურის კორდინატორმა ირაკლი სვანაძემ.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.




 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary