ევთანაზია - ადამიანის სიცოცხლე, უფლება თუ მოვალეობა?!
06 ნოემბერი, 2014
ევთანაზია - ადამიანის სიცოცხლე, უფლება თუ მოვალეობა?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია. დღემდე მის გარშემო არსებობს ბევრი მორალური, ეთიკური და რელიგიური დილემა, რაც მის ძირეულ გაანალიზებას მოითხოვს.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროფესიული განვითარების აკადემიის ორგანიზებით, თსუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა.

ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილისაგან დატანჯული ადამიანის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა, მისივე თხოვნით. ევთანაზია ძირითადად მედპერსონალის დახმარებით ხორციელდება, ეს იქნება ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა თუ სხვა.

ევთანაზია ნებადართულია: ჰოლანდიაში, აშშ-ში, ბელგიაში, იაპონიაში, შვეიცარიაში. ხოლო, აკრძალულია: საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში.

ლექციაზე განიხილეს თუ რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე მსოფლიოში, როგორი სიტუაციაა ამ მხივ საქართველოში და როგორი შეხედულება აქვთ ექიმებს.

როგორც სამართლის დოქტორმა თამარ სადრაძემ აღნიშნა - საქართველოში ევთანაზიის შემთხვევები ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. დაფიქსირდა მხოლოდ ცოფის შემთხვევები, რომლის დროსაც პაციენტს აქვს შიშები, რომ პირადად მას არაფერი დაუშავონ. "საქართველოს კანონმდებლობა ადგენს რამდენიმე კრიტერიუმს, რომლიდანაც ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა ევთანაზიად, არამედ, ჩვეულებრივ განზრახ მკვლელობად. ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობის უკანასკნელი სტადია, ასევე, პაციენტი გაუსაძლისი ტკივილებით უნდა იტანჯებოდეს. საქართველოში ევთანაზია მკვლელობად ითვლება."

"ჩვენი კანონმდებლობით ვინც ევთანაზიას ანხორციელებს, მათ შორის ექიმიც, კანონით ისჯება. ევთანაზია მორალურად გამართლებული რომ იყოს, მისი ლეგალიზება გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევდა, რადგან ვფიქრობ, მოხდება მისი ბოროტად გამოყენება. ყველა ექიმს აქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, რაც გულისხმობს ადამიანების დახმარებას. ექიმი, რომელიც ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს, ის ექიმი არ უნდა იყოს" - ამბობს მედიცინის დროქტორი ანა სხვიტარიძე.
"ღმერთი გვაძლევს სიცოცხლეს და მხოლოდ მისი უფლებაა წაიღოს იგი. ევთანაზიით შენ ადამიანი ღმერთზე უფრო ჰუმანური ჩნდები. გასაგებია, ვძრწუნდებით მისი ტკკივილით, მაგრამ ცოტა გავცდეთ პრიმიტიულ ჩარჩოებს.  ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანებს განვუმტკიცო რწმენა, რომ არსებობს ის სამყარო და ჩვენი ცხოვრება იმ სამყაროსთვის მომზადებაა. ექიმი ყველანაირად უნდა შეეცადოს ადამიანისთვის ტკივილის შემსუბუქებას, მაგრამ სულ სხვაა როცა ადამიანს კლავ და ღმერთს ართმევ ამის უფლებას" - განაცხადა მამა დავითმა.

ლექციას ესწრებოდნენ თსუ-ს სტუდენტები და მას დისკუსიის სახე ჰქონდა.

"საკმაოდ საინტერესო ლექცია გაიმართა. ვისაუბრეთ თუ სად არის ევთანაზია დაშვებული და სად არა. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, ნაწილი ემხრობოდა ევთანაზიას, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. ორივე მხარის მტკიცება საკმაოდ არგუმენტირებული იყო" - აღნიშნა სტუდენტმა ნინო მორგოშიამ.

ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary