SEU- ში თემაზე: „ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა
07 ნოემბერი, 2014
SEU- ში თემაზე: „ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა CSPINFO.GE" შემაჯამებელი პრეზენტაცია და შეხვედრა თემაზე: "ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში" გაიმართა.


ორგანიზაციამ, "პროგრესული კომუნიკაციების ასოციაცია", მოწვეულ სტუმრებს პროექტის მოკლე ანგარიში წარუდგინა. "რაც ამ თვეების განმავლობაში განვახორციელეთ არის ის, რომ შევქმენით ვებგვერდი, მივიღეთ მოხალისეები და უამრავ ადამიანს მივეცით საშუალება, გამხდარიყვნენ ჩვენი ორგანიზაციის და პროექტის მონაწილეები. გადავიღეთ რამდენიმე ვიდეოკლიპი. ასევე, განვახორციელეთ ორი ახალგაზრდული ფორუმი. დღეს არის მეორე ახალგაზრდული შეხვედრა. ჩვენი სურვილი იყო, წარმოგვედგინა ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ისაუბრებდნენ განათლების მიღების სხვადასხვა საშუალებებზე, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე და ა.შ. შემდგომში ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ვებგვერდი" - განაცხადა პროექტის მენეჯერმა, თამარ კაკუბავამ. მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ რამდენიმე ახალგაზრდას ვებგვერდი გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასვლაში დაეხმარა. "CSPINFO.GE"-ს საშუალებით ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე, რომელშიც შემდგომში მონაწილეობა მივიღე. საიტი ძალიან დამეხმარა, რადგან აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი" - გვითხრა საერთაშორისო კომუნიკაციების სპეციალისტმა, გიორგი ჩუგოშვილმა.

ფორუმს ესწრებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის , ორგანიზაცია "ESN Tbilisi ISU"-ს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების თვითმმართველობის წევრები. ასევე, კოპენჰაგენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ანდერს ტრელბორგი, რომელმაც ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა.

"ერასმუს მუნდუსის" შესახებ პრეზენტაცია წაიყვანა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, სალომე გიორგაძემ. მან დამსწრეებს ერასმუსის გაცვლით პროგრამებზე ინფორმაცია გააცნო.
"ESN Tbilisi ISU"-ს ვიცე - პრეზიდენტმა, გოჩა შარვაშიძემ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტებზე ისაუბრა. "ჩემს პროგრამას რაც შეეხება, დღეს ვისაუბრე ევროპასის ფორმატში სივის დაწერასა და ეფექტური სამოტივაციო წერილის შედგენაზე. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს საბაზისო ინფორმაცია მივაწოდე," - აღნიშნა გოჩა შარვაშიძემ.
"ძალიან მაინტერესებდა ერასმუსის პროგრამების გაცნობა, დღეს მომეცა ამის საშუალება. ასევე, მაინტერესებდა სივის შედგენის ტექნიკა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მივიღე ამის შესახებ ინფორმაცია" - განაცხადა ახალგაზრდა იურისტმა, თათია თედიაშვილმა.

ფორუმის ბოლოს აჩვენეს CSPINFO-ს მიერ მომზადებული სიჟეტი, რომელიც საზოგადოებრივ ქცევას ეხება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary