სტუდენტები თსუ-ს ადმინისტრაციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენას სთხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან განათლების სამინისტროსკენ გადაინაცვლეს. ისინი ამბობენ, რომ სამინისტროს მუშაობით არავინაა კმაყოფილი და მას თვითკმაყოფილი სამინისტრო უწოდეს.
სტუდენტ ლევან ნაკაიძის თქმით: „ჩვენთვის მთავარი სამინიტროსგან განხორციელებული რეალური ქმედებებია. დაპირებებზე არ შევჩერდებით“.
„დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა და ჩვენ სიმბოლურად ამ დღეს, საპროტესტო აქციით აღვნიშნავთ, რადგან მეცნიერებისა და განათლების განვითარებისთვის ამ ორი წლის განმავლობაში სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა“. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სტუდენტები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან, განათლების სისტემა კი ავტორიტარულია და არა დემოკრატიული.
მოგვიანებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, სტუდეტების მთავარი მოთხოვნა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა და განათლების სამინისტრო მიესალმება ახალგაზრდების აქტივობას. მან ასევე დასძინა, რომ სამინისტრო არა თვითკმაყოფილი, არამედ თვითკრიტიკულია.