ახალგაზრდული მედია კონკურსი
13 ნოემბერი, 2014
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა (UNFPA EECA Regional Office) წამოიწყო ერთწლიანი რეგიონული ახალგაზრდული კამპანია "ახალგაზრდული ხმა - Youth Voice", რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საკითხების, მათ შორის ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გენდერული თანასწორობისა და ასაკზე მორგებული ფორმალური, თუ არაფორმალური განათლების პოპულარიზაციასა და ინტეგრირებას მთავრობის სამოქმედო გეგმებსა და პრიორიტეტებში.

კამპანიას შეუერთდა ხუთი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოდან: საქართველოს ახალგაზრდების განვითარების და განათლების ასოციაცია (GYDEA), Hera XXI, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, Real People Real Vision.

ამ კამპანიის ფარგლებში ცხადდება მედია კონკურსი (ფოტო, სტატია/ესსე, სლოგანი), რომლის მიზანია ახალგაზრდული ხედვისა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვან პროცესებში.

კონკურსზე წარმოსადგენი მასალების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ ისეთ პრორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა:

** ახალგაზრდების მონაწილეობა (დასაქმება, სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, ახალგაზრდების მიერ მომზადებული პროექტები, შემოქმედებეთი საქმიანობა და სხვ.)
** განათლება (განათლების მიღების თანაბარი/არათანაბარი შესაძლებლობები, ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების პირობების გავლენა განათლების მიღებაზე, ასაკზე მორგებული ფორმალური და არაფორმალური განათლების მნიშვნელობა)
** ჯანმრთელობა (ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მენტალური ჯანმრთელობა; ინფორმირებულობა და დაავადებათა პრევენცია, ახალგაზრდებზე მორგებული ჯანმრთელობის სერვისები).

ნამუშევრები უნდა ასახავდეს რომელიმე თემის აქტუალობას და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნული თემების ირგვლივ პრობლემების გადაჭრაში.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

** ფოტორეპორტაჟი
** სტატია/ესსე (500-700 სიტყვა)
** სლოგანი.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 29 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიის მიუხედავად, ვინც დაინტერესებულია ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხებით.

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები მათთვის სასურველ ნომინაციაში სასურველი თემატიკით. შესაძლებელია ერთდორულად რამდენიმე ნომინაციაში მონაწილეობის მიღება.

ნამუშევრების შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:

** პრობლემის აქტუალობა საზოგადოებაში;
** პრობლემის მიმართ მონაწილის დამოკიდებულება;
** კრეატიულობა და ორიგინალურობა, ნამუშევრების ხარისხი;
** ნამუშევრების ესთეტიკური მხარე (ფოტორეპორტაჟებისათვის).

ნამუშევრების შეფასება მოხდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდება თითო კატეგორიიდან ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცემათ ვაუჩერები, რომლის განაღდებასაც შეძლებენ ტექნიკის მაღაზიაში. ნამუშევრები განთავსდება "ახალგაზრდული ხმა საქართველო/Youth Voice Georgia"-ს ფეისბუქის გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოაგზავნოთ ნამუშევრები არაუგვიანეს 2014 წლის 27 ნოემბრისა, 18:00 სთ., ელ. ფოსტის მისამართზე: youthvoicegeorgia@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

მარიამ სიხარულიძე
მობ.: 595 373339
ელფოსტა: youthvoicegeorgia@gmail.com

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary