,,ღმერთი, ფიოდორ დოსტოევსკის კოშმარი“
13 ნოემბერი, 2014
,,ღმერთი, ფიოდორ დოსტოევსკის კოშმარი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", ილიაუნის ლიტერეტურული კლუბის ინიციატივით, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან შეხვედრა გაიმართა.


გიორგი მაისურაძემ ისაუბრა დოსტოევსკიზე, როგორც მორწმუნეზე და შემოქმედზე:
,, დოსტოევსკის შემოქმედება მრავალფეროვანია. მისი ნაწარმოებები იმიტომ არის ასეთი წარმატებული და საინტერესო, რომ დოსტოევსკი პოლიფონიური ადამიანია. ფროიდის აზრით კი, დოსტოევსკიში 4 ადამიანი ცხოვრობდა. პირველი მწერალი, რომელსაც შექსპირს უტოლებდა, მეორე - ადამიანი ნევროტიკი, მესამე - ეთიკურად მოაზროვნე და მეოთხე - ცოდვილი ადამიანი"- აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.

სტუდენტებისთვის შეხვედრის თემა რომ  მნიშვნელოვანი იყო, ამაზე ,,ლიგამუსში" შეკრებილი ადმიანების რაოდენობა მეტყველებდა.

,, მეგობართან ერთად მოვედი აქ, რადგან ორივეს ძალიან გვიყვარს დოსტოევსკის შემოქმედება, მაგრამ სადაც ლექცია ტარდება იმ დარბაზში ვერ ავედით და იძულებული ვარ მონიტორზე ვუყურო ლექციას. თუმცა, ეს ხელს არ მიშლის, რადგან აქედანაც მშვენივრად მესმის რაზეც გიორგი მაისურაძე საუბრობს"-აღნიშნა მაკა გელაშვილმა.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართება, რადგან სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary