ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის მე-4 კონფერენცია
25 ივნისი, 2013
ილიაუნის  შედარებითი ლიტერატურის მე-4 კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24-26 ივნისს შედარებითი ლიტერატურის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება "იდენტობათა ტრანსფორმირება: კულტურული იდენტობები და თანამედროვე ევროპა".
აღნიშნული პროექტი ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და პროგრამა "ტემპუსის" მიერ დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" ორგანიზებით ხორციელდება.

25 ივნისს კონფერენციაზე განიხილეს კულტურული იდენტობა და საბჭოთა სინამდვილე. კიევ მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი სერჰი ივანიუკი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა თემით "საბჭოთა ხელისუფლება ზღაპრის წინააღმდეგ".

ილიას უნივერსიტეტის მომხსენებელმა ბელა წიფურიამ ისაუბრა თემაზე "საბჭოთა და არასაბჭოთა იდენტობა. ასევე განიხილა საბჭოთა პერიოდის კულტურა და სუბკულტურები.

რაც შეეხება კიევ მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელს ოლგა პოლიუხოვიჩს, მან წარმოადგინა თემა დევნილობისა და იდენტობის რეპრეზენტაციის შესახებ.

"მოხარული ვარ, რომ ილიას უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევს, ჩატარდეს კონფერენციები ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორზეც დღეს ისაუბრეს. კარგია, რომ კონფერენცია რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და საშუალება გვაქვს, ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ დაინტერესებულმა პირებმა" - გვითხრა გორგასლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინი ქუთელიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary