სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
25 ივნისი, 2013
 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში.
მასში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა. კონფერენცია ინგლისურად წარიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე - პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი, პროფესორები - ტრევორ კარტლიჯი, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი თავაძე.
"თემა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს პრობლემატური საკითხი. ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკას ან თუნდაც ჩვენ. ეს ეხება მთელ მსოფლიოს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება არ გამიჭირდა, რადგან ამერიკაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით და ენასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. დღეისთვის გამოყენებული მქონდა ინგლისური ლიტერატურა" – განაცხადა პირველი კურსის სტუდენტმა მირანდა თედეშვილმა.
29 ივნისს კონფერენცია ქართულად გაიმართება, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary