"უნდა იყოს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული?"
18 ნოემბერი, 2014
"უნდა იყოს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული?" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

"ლიბცენტრმა"დისკუსია თემაზე "უნდა იყოს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული?" გამართა.


,,ლიბცენტრის" წევრები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან , გაყოფილნი იყვნენ ორ ნაწილად, ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ორივე მხარემ საკუთრი არგუმენტები წარმოადგინა.

ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა წარმოდგენილი პოზიციები შეაჯამა და ანალიზი გაუკეთა.

,,ლიბერალიზმის" სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით კლდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხი სადავოა: ,, საკითხზე, უნდა იყოს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული, არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. დაახლოებით, როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე, მომხრეები თანაბარნი არიან საზოგადოებაში და ორივე მხარეს აქვს გარკვეული და მნიშვნელოვანი არგუმენტები".

,,პირველ რიგში, ყურადრებას გავამახვილებდი ქართველების სინდრომზე, არ ვიცით რის შესახებ ვლაპარაკობთ, რას ვაპროტესტებთ, რას ვკრძალავთ... ზოგადად, საზოგადოება არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც ლაპარაკობს. პირველ რიგში, აუცილებელია მათი მაქსიმალური ინფორმირება. მოგეხსენებათ, ალკოჰოლი, სიგარეტი უფრო საზიანოა ორგანიზმისთვის, ვიდრე მარიხუანა. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა - მაშინ რატომ არ ვკრძალავთ მათაც? როდესაც იკრძალება ისეთი მსუბუქი რაღაც, როგორიცაა მარიხუანა ახალგაზრდები მიმართავენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც უფრო მავნებელია მათი ორგანიზმისთვის"- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მე-12 კლასის მოსწავლემ ნინი ხიჯაკაძემ.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary