საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო “PRIME STUDY”-ს პრეზენტაცია
19 ნოემბერი, 2014
საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო  “PRIME STUDY”-ს  პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთ სწავლების სააგენტო "prime study"-ს  საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებას ორგანიზება  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტმა და საზღვარგარეთ სწავლების სააგენტომ "prime study" გაუწია.

პრეზენტაციას კომპანია "prime study"-ის გარე გაყიდვების კონსულტანტი ნინუცა ნანიტაშვილი უძღვებოდა. მან ისაუბრა ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, უცხო ენის კურსები და სხვა საგანმანათლებლო პროგამები. სტუდენტებს გააცნო, თუ როგორ უნდა ამოირჩიონ საზღვარგარეთის უნივერსიტეტი და რაში დაეხმარება მათ კომპანია "prime study". ასევე, ახსნა როგორ უნდა დაიწეროს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისთვის "CV" და სამოტივაციო წერილი.

კომპანია "prime study"-ს პარტნიორი ქვეყნებია: კანადა, აშშ, ბრაზილა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, მალტა, ჩინეთი, იაპონია, თუმცა, თუ სტუდენტს სურს სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელება, კომპანია ამაშიც დაეხმარება.

"ჩვენი კომპანია "prime study" დაფუძნდა 2013 წელს. ამ სფეროში ერთ წელზე მეტია რაც ვმუშაობთ. ამ კომპანიის მმართველ გუნდს საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში, მრავალ წლიანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში ჩვენი გუნდის გამოცდილება 5 წელიწადზე მეტს ითვლის. ჩვენი ძირითადი მიზანია ქართველ სტუდენტებს ხელი შევუწყოთ უცხოეთში სწავლა-განათლების მიღების კუთხით. რაც შეიძლება კარგ და ხარისხიან სასწავლებლებში მიიღონ განათლება და ჰქონდეთ ფინანსური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა" - აღნიშნა "prime study"-ს დამფუძნებელმა დავით მიქელაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც დამამთავრებელი, ასევე, პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.

"გაცვლითი პროგრამებით ბავშობიდან ვარ დაინტერესებული. სასწავლებლად გერმანიაში მინდა წასვლა და ვფიქრობ, ეს კომპანია დამეხმარება. დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო" - ამბობს სტუდენტი თამარ ქავთარაძე.

"ნათესავმა მითხრა, რომ იგეგმებოდა საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით "prime study"-ს პრეზენტაცია და დამაინტერესა, რადგან სამომავლოდ უცხოეთში ვაპირებ სწავლას. ძალიან დამეხმარა ეს პრეზენტაცია კონკრეტულად CV-ის და სამოტივაციოს წერილის შევსების პრინციპის გაგებაში, რაც სამომავლოდ გამომადგება" - გვითხრა სტუდენტმა ნინო ჯახაიამ.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვების დასმა, რაზეც, "prime study"-ს წარმომადგენლებისგან, ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary