თსუ-მ გრიგოლ რობაქიძის საღამოს უმასპინძლა
19 ნოემბერი, 2014
თსუ-მ  გრიგოლ რობაქიძის საღამოს უმასპინძლა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვიმმართველობის კულტურის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს საუნივერსიტეტო "ცხოვრებას". ყველა დაინტერესებულ სტუდენტს საშუალება ჰქონდა სიღრმისეულად გაცნობოდა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას.


დღევანდელ ღონისძიებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან 19 ნოემბერი გრიგოლს რობაქიძის გარდაცვალების დღეა. საღამო მუსიკის თანხლებით გაიხსნა, სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან.

მწერლის ცხოვრებასა და მისი მოღვაწეობის პერიოდზე ვრცელი ინფორმაცია სტუდენტებს ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლიტერატურის განხრით, რუსუდან ნიშნიანიძემ მიაწოდა.

კულტურის დეპარტამენტის წევრის და დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი როგანიზატორის ნათია გოგიშვილის თქმით : "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დაინტერესბულ სტუდენტს და რაც მთავრია, ქ-ნ რუსუდანს, რომელმაც როგორც ხედავთ, ზედმიწევნით განიხილა და გააცნო სტუდნეტებს მწერლის შემოქმედება. ჩვენი დეპარტამენტი ძალიან ბევრ და საინტერესო ღონისძეიბებს შესთავაზებს სტუდენტებს, რომელზე საუბრისგანაც ახლა თავს შევიკავებ."

თეონა მეტრეველმა, რომელიც საღამოს სტუდენტის სტატუსით ეწსრებოდა აღნიშნა : "დღევანდელი საღამო სასიამოვნოა იმდენად, რამდენადაც კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი შემოქმედება. თვალი გადავავლეთ მის ღირსეულ მოღვაწეობას, რომელმაც მე ვფიქრობ, გარკვეულწილად ყველა დააფიქრა და კიდევ უფრო შეაყვარა ის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სტუდენტურ თვითმმართველობას".


 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary