„სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის’’ პრეზენტაცია
20 ნოემბერი, 2014
„სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის’’ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,სტუდენტი ჟურნალისტების ლიგის’’ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნაწილში გუნდის პრეზიდენტმა წარმოადგინა ლიგის მიზნები და ამოცანები. პრეზენტაციის მეორე ნაწილში მოწვეული იყო სპეციალური სტუმარი დავით ქაშიაშვილი, ხოლო დასკვნით ნაწილში სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი გამთქვეს ლიგაში გაწევრიანების, გაიარეს ზეპირი გასაუბრება.

ლიგის დაარსების იდეის ავტორის, თემურ იკოშვილის თქმით: „ჩვენ აქტიურად ვცდილობთ სტუდენტებს თავის გრაფიკთან შეთავსებით შევთავაზოთ აქტივობები. იქიდან გამომდინარე რომ მაქვს გამოცდილება ინტერვიუების ჩაწერის მხრივ, გამიჩნდა სურვილი საკუთარი ორგანიზაციის შემექმნის, ხოლო შემდეგ შემომიერთდა ნია. დღეს გაიმართა საპრეზენტაციო შეხვედრა დავით ქაშიაშვილის მონაწილეობით“.

,,შეხვედრაზე მოსვლის ჩემი მიზანი იყო კარგად გავცნობოდი ლიგის შიდა სტრუქტურას, მიმეღო ინფორმაცია მათ სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, აუცილებლად დავინტერესდები და გავწევრიანდები ლიგაში“ განცხადა ილიაუნის სტუდენტმა ხატია ორველაშვილმა.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყო დავით ქაშიაშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას.

კლუბის პრეზიდენტის, ნია კვაჭანტირაძის თქმით: „ლიგის შექმნის იდეა ეკუთვნის თემოს, ხოლო შემდეგ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ,,სტუდენტი ჟურნალისტების ლიგა“. მოვახდინეთ კლუბის დეპარტამენტების ორგანიზება, თითოეულ წევრს შეუძლია აირჩიონ ხუთი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი. აქტიურად გვეხმარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და განსაკუთრებით მხარს გვიჭერს სამართლის ფაკულტეტი. ვგეგმავთ ასევე სხვადასხვა პროექტს, როგორიცაა ახალგაზრდა „სპიკერი“, ყოველთვიური ესეების კონკურსი და ასე შემდეგ“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary