ჟურნალისტი სტუდენტებს ესაუბრა რეპორტიორის მოვალეობაზე, საგამომძიებლო და ანალიტიკური ჟურნალისტიკის დანიშნულებასა და არსზე.
„ანალიტიკურ სტატიაზე მუშაობისას მთავარია წყაროებთან ურთიერთობა. სისტემა თუ როგორ იღებ ინფორმაციას კონფიდენციალური პირისაგან, არის დახურული. ჟურნალისტმა არ უნდა დაასახელოს წყარო, რადგან თუ ერთხელ გაამხილე, შემდგომში აღარავინ გენდობა და ვერ მიიღებ ინფორმაციას. მწვავე სტატიების გამო ხშირად შემქმნია პრობლემა, მაგალითად, თბილისის დინამოს საქმეზე, ხშირად მითვალთვალებდნენ, უცდიათ ჩემი მოსყიდვაც 100 ათას დოლარად თუ სტატიას არ გამოვაქვეყნებდი, მაგრამ პროფესიული და ადამიანური ეთიკა ჩემთვის უმთავრესია“-განაცხადა ლევან ჯავახიშვილმა.
ჟურნალისტმა სტუდენტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა ბიზნესმენებისა და ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშაა, გარდა რამდენიმე ერთეულისა. ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიაში არ არის ანალიტიკური ჟანრის გადაცემები, პრესა კი ამითაა გამორჩეული.
სტუდენტ შრორენა ღვაჩლიანის თქმით: „ჩემთვის ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები შევხვდით გამოცდილ პრაქტიკოს ჟურნალისტს. ლევან ჯავახიშვილმა ბევრი რჩევა მოგვცა, რომელიც მომავალში პროფესიულ საქმიანობაში დაგვეხმარება“.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს როგორც პროფესიული საქმიანობის შესახებ, ასევე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზეც.