ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა თემაზე. თითოეული მომხსენებლის გამოსვლის შემდგომ დისკუსია გაიმართა, თითოეულ სტუმარს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ჰქონდა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოეწყო დღის პლენარული სხდომაც. მასში მონაწილეობა როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს. გაიმართა ინსტიტუტის ვებგვერდის პრეზენტაცია.