,,ტყეების მეფე“ ჰოლივუდისთვის
25 ნოემბერი, 2014
,,ტყეების მეფე“ ჰოლივუდისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზში დათო ტურაშვილის წიგნის ,,ტყეების მეფე” პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორი თსუ-ს ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბი იყო.

პრეზენტაციას ავტორი დათო ტურაშვილი წარუძღვა, რომლელმაც ისაუბრა წიგნის შესახებ და იმ გარემოებებზე, რამაც მისი შექმნა გადააწყვეტინა:
,,სანამ წიგნის დაწერას გადავწყვეტდი, ჯერ სცენარი დავწერე. ერთ-ერთმა პროდიუსერმა მთხოვა დამეწერა, რადგან ჰოლივუდური ფილმის გადაღება უნდოდა დავით აღმაშენებელის შესახებ. თუმცა, ეს ადამიანი დაიღუპა და ფილმის გადაღებაც გადაიდო. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შემომთავაზეს. ინიციატორი რეჟისორი ნილ ჯორდანი იყო, მაგრამ ისევ პრობლემები შეგვექმნა და კიდევ გადაიდო მისი გადაღება გაურკვეველი ვადით“- აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

,,ტყეების მეფის“ გარდა დათო ტურაშვილი თავის სხვა ნაწარმოებებსაც შეეხო აუდიტორიის ინიციატივით. ერთ-ერთი წიგნი, რომლის შექმნის პროცესზეც ისაუბრა ,,ჯინსების თაობა“ იყო: ,, ამ ნაწარმოების შექმნაში თვითმფრინავის ბიჭების ახლობლები მეხმარებოდნენ. განსაკუთრებით დიდი დახმარება ირაკლი ჩარკვიანმა და გეგა კობახიძის დედამ გამიწიეს. წიგნში ასახული მოვლენები რეალურია“.

პრეზენტაციას თსუ-ს სტუდენტების გარდა სხვადასხვა სასწავლებლის ახალგაზრდებიც დაესწრნენ.

,,ძალაინ მიყვარს დათო ტურაშვილის შემოქმედება. როდესაც გავიგე , რომ თსუ-ში მისი წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა, უყოყმანოდ გადავწყვიტე დავსწრებოდი. ვფიქრობ, ძალიან კარგი მწერალია“- აღნიშნა ქეთევან ბლიაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მწერალმა აუდიტორიისათვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary