საჯარო ლექცია “ქართული კინოავანგარდის ბედი”
27 ნოემბერი, 2014
საჯარო ლექცია  “ქართული კინოავანგარდის ბედი” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

“Frontline Georgia club”-ის პროექტის "ღია პლატფორმა" ფარგლებში  საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი და ჟურნალისტი გოგი გვახარია უძღვებოდა.


გოგი გვახარიამ ისაუბრა ქართული კინოავანგარდის ცნობილ წარმომადგენლებზე: მიხეილ ჭიაურელზე, ნიკოლოზ შენგელაიაზე, დავით კაკაბაძეზე, სიკო დოლიძეზე და ა.შ. ასევე, განიხილა ისეთი ფილმები, როგორიცაა "ელისო", "ნარინჯის ველი", "ოთარაანთ ქვრივი", "ხაბარდა", "საბა" და ა.შ. მისი თქმით, ოციან წლებში ქართველი ავანგარდისტებისთვის მნიშვნელოვანი პირადი ისტორია, სამოქალაქო თემად გადაიქცა. ისინი გაექცნენ ნორმას/ოჯახს და რაც უფრო შორს იყვნენ, მით უფრო ენატრებოდათ სახლი.

"სრულიად ლოგიკური შედეგია, რომ ისინი ვინც მოკლა ნორმა/ოჯახი იწყებენ ახალი ნორმის ძებნას. ეს მათ გამზადებული სახით ხვდებათ სტალინის სახით, რომელიც მათ თეორიასაც შესთავაზებს. ნიკოლოზ შენგელაია იყო პირველი, რომელმაც ეს აიტაცა და ქართული კინოსთვის სამარცხვინო ფილმი "ნარინჯის ველი" გადაიღო. ადამიანები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, როგორ უნდა გადაეღო "ელისოს" ავტორს "ნარინჯის ველი" მავნებლებით, მტრებით, ბედნიერი მომავლით, ცუდად მოთამაშე მსახიობებით. მიხეილ ჭიაურელი ყველაზე ჯიუტი კაცი აღმოჩნდა. ჩემთვის ნამდვილად საპატივსაცემოა იმიტომ, რომ ასეთი ჯიუტი სტალინის წინ ქართველ კინემატოგრაფისტებს არ ეყოლებათ. ეს არის კაცი, რომელმაც სტალინის სიკვდილი ისე გადაიღო, რომ კარგად იცოდა კინოს ეშმაკობები" - განაცხადა გოგი გვახარიამ.

ლექციას ბევრი მსმენელი ესწრებოდა, მათი თქმით, ლექცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან განხილული თემა ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

"ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ქართულ ავანგარდისტებზე საუბარი იმიტომ, რომ სხვადასხვა სახის ფილმები, მაგალითად "ჭრიჭინა" ჰგონიათ ხოლმე ქართული ფილმი, თუმცა არცერთ ფილმს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და მოაზროვნე კინემატოგრაფი" - აღნიშნა თამარ თვარაძემ.

ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary