,,აგრესია და დესტრუქცია - ფსიქოანალიტიკური ხედვა“
28 ნოემბერი, 2014
,,აგრესია და დესტრუქცია - ფსიქოანალიტიკური ხედვა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი" საჯარო ლექცია თემაზე ,,აგრესია და დესტრუქცია - ფსიქოანალიტიკური ხედვა" გაიმართა.

 

შეხვედრა "გენდერული განსხვავებები და თანასწორობა" - ფარგლებში, "ფსიქოლოგ სტუდენტთა საქველმოქმედო გაერთიანების" ორგანიზებით შედგა. ლექციას, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის თრენინგ-თერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატი ხათუნა ივანიშვილი გაუძღვა.


ლექციის მიმდინარეობისას, სხვადასხვა თემებთან ერთად, ქალბატონმა ხათუნამ აგრესისა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა: ,, რა არის აგრესია? მე არ ვარ პირველი, ვინც ამ კითხვას სვამს, ამ სახელწოდებით ხშირად იმართება ლექციები სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. ეს ყველაფერი კი, ჩვენს საზოგადოებაში მომხდარმა მოვლენაბმა გამოიწვია. აგრესია დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ის არის ჩვენში, ყველა დამინაში. მისი სათავე საბჭოთა კავშირში, ძალადობით შექმნილ კონგლომერატშია. მისი დამსახურებაა ქართველი კაცის აგრესიული ბუნება"-აღნიშნა ხათუნა ივანიშვილმა.

ლექციას სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
,,არც ისე ხშირად ვესწრები საჯარო ლექციებს, მაგრამ დღევანდელმა თემამ ძალიან დამაინტერესა, ამიტომ გადავწტყვიტე დასწრება. თან, ჩემს პროფესიასთან ახლოსაა და ამან უფრო მიბიძგა, რომ წამოვსულიყავი"- აღნიშნა ნინო ხურცილავამ, ივანე ჯევახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.

ლექცია კითხავა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქალბატონმა ხათუნამ აუდიტორიისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა.

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოვლე ხუთშაბათს გაიმართება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary