istudent.ge სოციალური ქსელი მხოლოდ სტუდენტებისთვის
29 ნოემბერი, 2014
istudent.ge სოციალური ქსელი  მხოლოდ სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ქართული უახლესი ტექნოლოგიებით დანერგილი სტუდენტური სოციალური ქსელის "istudent.ge"-ს პრეზენტაცია გაიმართა.


"istudent.ge" ამ დროისთვის, მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვმდომი და გვერდის მიზანი სტუდენტური ცხოვრებს გამარტივებაა.

პროგრამის შექმნაზე 11 კაციანი ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

პროგრამის იდეის ავტორის სანდრო მძინარაშვილის თქმით, ეს არის საუკეთესო გზა ერთი ფაკულტეტის სტუდენტების დასაახლოვებლად, სასწავლი მასალის და სხვადასხვა ივენთების სწრაფად გასავრცელებლად.

"გვერდი სხვა სოციალური ქსელებისგან რადიკალურად განსხვავებულია. პირველ რიგში ის მხოლოდ სტუდენტებს აერთიანებს. სტუდენტი, როცა ავტორიზაციას გაივლის ის თავიდანვე მოხვდება თავისივე ფაკულტეტის ჯგუფში. რაც მთავარია, სტუდენტებს გაუმარტივდებათ სასწავლო მასალის მოძიება, რადგან ყველა საგნის ელექტრონული ვერსია აიტვირთება გვერდზე. ასევე, შესაძლებელი იქნება სტუდენტებმა ერთმანეთს მისწერონ პირადში და გაცვალონ თავისივე დამუშავებული მასალები"- განმარტა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას სანდრო მძინარაშვილმა

ვებ-გვერდის პრეზენტაცია თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

თვითმართველობის ვიცე პრეზიდენტი თორნიკე ცინაძე "თავისუფალ ასოციაციასთან" ვებ-გვერდის განსხვავებულობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი სოციალური ქსელი საქართველოში ჯერ არავის შეუქმნია. 
"გვერდი დაეხმარება სტუდენტებს ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებში, რადგან გვერდს აქვს აპლიკაცია, რომელიც თითოეულ მომხმარებელს სიახლეებისა თუ ივენთების შესახებ შეატყობინებს. თითოეულ სტუდენტს ექნება თავისი სასწავლო ცხრილი და ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში"- განმარტა თორნიკე ცინაძემ.

პრეზენტაციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. უმრავლესობის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთობა სტუდენტებს შორის გამარტივდება.

"მომწონს, რომ გვერდზე მხოლოდ სტუდენტებს შეეძლებათ შესვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოგვარდება სასწავლო მასალის მოძიების პრობლემა, რომელიც აქამდე სტუდენტებს დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებს. მარტივი გახდება ჩვენი ფაკულტეტის ბავშვებთან კომუნიკაცია და გვექნება ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება" - აცხადებენ სტუდენტები.







გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary