"უშენოდ ჩაიც ფილტვებს გვიციებს"
01 დეკემბერი, 2014

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ოთო გურგენიშვილის საღამო - "უშენოდ ჩაიც ფილტვებს გვიციებს" გაიმართა.

 

იდეა ნათია წილოსანს ეკუთნის,რომელიც ოთოს ახლო მეგობარი და ამავე დეპარტამენტის წევრია.

"ოთო გურგენიშვილი - ჩვენი დროის გმირი", ასე გაიხსნა აღნიშნული ღონისძიება, სადაც ნაჩვენები იყო ვიდეო,რომელიც ასახვდა ფრაგმენტებს მისი ცხოვრებიდან. გაჟღერდა საყვარელი სიმღერაც. საღამოს უძვებოდნენ "მე-13 თვის პოეტები", რომლებმაც ოთოს ლექსები წაიკითხეს.

"ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და ნაწილობრივ, ძალიან კარგი საქმე ავიღე საკუთარ თავზე, მომეცა საშუალება ოთო გამეცნო ფართო საზოგადოებისათვის, ის ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი იყო" - განაცხადა ნათია წილოსანმა, პროექტის ავტორმა და ოთოს მეგობარმა.

რაც შეეხება, დეპარტამენტის კოორდინატორის კომენტარს, ანა თევზაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: " გასულ წელს, ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე, მე-13 თვის პოეტებთან ერთად, ჩვენთან ოთოც იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ის ვეღარ არის ჩვენთან, სტუდენტების თხოვნით და მოთხოვნით მოხდა დღევანდელი საღამოს დაგეგმვა, რომელიც როგორც ხედავთ, ძალიან ემოციურია. მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ნანას, ოთოს დედას, მხარდაჭერისათვის და ყველა იმ სტუდნეტს ვინც დღეს ჩვენთან იმყოფება".

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary