„მწერლები უკეთესი განათლებისათვის“
05 დეკემბერი, 2014
„მწერლები უკეთესი განათლებისათვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მწერალთა სახლში ერთობლივი საჯარო დისკუსია „მწერლები უკეთესი განათლებისათვის“ გაიმართა. ისაუბრეს დღეისთვის არსებულ განათლების პრობლემებზე, თუ რა როლი ეკისრება ლიტერატურას, მწერლობასა და კონკრეტულ მწერლებს განათლების სექტორსა თუ სასწავლო პროცესში, რა და როგორ შეიძლება გააკეთოს მწერლობამ და ლიტერატურამ ისე, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახოს სწავლების არაკვალიფიციური სტრატეგია და არასათანადო მეთოდები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და დიანა ანფიმიადმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავს. კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვთა განათლებაა. მწერალთა სახლი ამ მოვლენას სწორედ ამ დისკუსიით ეხმიანება. როგორც კვლევები აჩვენებს: საქართველოში 15 წლის ასაკის მოსწავლეთა ორი მესამედი ანუ 62% ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში“.

,,კორნელია ფუნკეს ,,ქურდების მბრძანებელის“ დასაწყისში არის ძალიან კარგი სენტენციები. უფროსები ხშირად იბრალებენ , რომ ახსოვთ როგორი იყო ბავშვობა, სინამდვილეში არაფერიც არ ახსოვთ. მათ არ ახსოვთ როგორი იყო ქვემოდან ზემოთ რომ უყურებდი სამყაროს, მათ არ ახსოვთ მუდამ , რომ გეუბნებიან ჯერ პატარა ხარ, რომ გაიზრდები მერე, მერე ჯერ პატარა ხარ. მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად დასაცავი, ყველაზე მეტად საწყალობელი (თუ შეიძლება შეურაცხყოფის გარეშე) ჯგუფი ადამიანებისა არის ის , რასაც ბავშვებს ვუწოდებთ. მე არ ვიცი როდის იწყება და მთავრდება ბავშვობა, ეს ძნელი სათქმელია, უბრალოდ, როდესაც ხარ პატარა, შესაბამისად, სამყაროც ბევრად უფრო პატარაა და ბევრად ნაკლებ გამოსავალს ხედავ იქიდან, რომ უწყვეტ რეჟიმში არ ხდებოდეს ის, რაც უნდათ სხვებს და არ გინდა შენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ პატარა ადამიანებს საბოლოო ანგარიშში მაინც არავინ არაფერს ეკითხება“– აღნიშნა მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა .

პროექტს მწერალთა სახლი იუნისეფთან ერთად ახორციელებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary