“სოციალური როლი, როგორც ძალადობა“
08 დეკემბერი, 2014
 “სოციალური როლი, როგორც ძალადობა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - "სოციალური როლი, როგორც ძალადობა" ჩატარდა.


ლექცია ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის საბჭოს ორგანიზებით მოეწყო.

ერთ- ერთი ორგანიზატორის ანა ცაიშვილის თქმით, ამ საკითხზე ლექციის ჩატარება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. "ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ სახით გვეჩვენებინა სტუდენტებისთვის ამ პრობლემის რეალური ასახვა. ამავდროულად, ჩვენი ფაკულტეტი მოიცავს ისეთ სფეროს, რომელიც უკავშირდება ამ საკითხს. ვფიქრობდით, რომ წარმატებით განხორციელდებოდა ეს პროექტი და სტუდენტებს ნათლად დაანახებდა ჩვენს სათქმელს".

ლექციას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი უძღვებოდა.

მან ლექციაზე სხვადასხვა სოციალური როლი: ქალის, კაცის, ცოლის, ქმრის, დედის და ა.შ განიხილა. ასევე, აჩვენეს ფილმების: "იეზეველი", "ბიჭები არ ტირიან", "ბილი ელიოტი", "სურვილი" ფრაგმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შეხვედრის თემა განიხილა.

მისი თქმით, ძალადობას არ აქვს ერთი სახე, უმეტესად ის მაშინ ხდება ხილვადი, როდესაც ფიზიკური ძალადობის სახით არის გამოხატული, მით უმეტეს თუ ფატალურად მთავრდება. ამ პრობლემას გაცილებით უფრო ღმა და ფართო განზომილებები აქვს, მათ შორის, ის რაც ყოფით ცხოვრებაშია დანერგილი, როგორც ნორმა მიღებული, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვატარებთ. "ნებისმიერ ადამიანს აქვს მრავალი ტიპის სოციალური როლი, ეს შეიძლება იყო დედა, შვილი, ქმარი, ძმა, და, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები, განსაზღვრული წესი, რაღაც მოთხოვნილებები, რომელსაც კულტურა აყენებს და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ეს არის პიროვნებაზე, ინდივიდზე გამოვლენილი ძალადობის ფორმაც იმიტომ, რომ ის ნორმა, რომელიც შექმნილია კულტურულად საუკუნეების განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, არჩევანის საშუალებას არ გიტოვებს. ამის შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული. შევეცადე ფილმები შემერჩია არა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ქალი არის ამ კულტურულ სივრცეში ძალადობის ობიექტი, არამედ, მეჩვენებინა, რომ მამაკაცსაც ზედმეტ ვალდებულებებს, ტვირთს კიდებს ეს ნორმირებული საზოგადოება და კულტურა " - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.

ლექციაზე მყოფი სტუდენტების აზრით, საინტერესო იყო, როგორც თემა, ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით ნანახი ფილმების ფრაგმენტები.

ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო, სადაც ნებიმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეეძლო დასწრება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary