წიგნის ,,სახელდება და აუცილებლობა“ პრეზენტაცია ,,ლიგამუსში“
09 დეკემბერი, 2014
წიგნის ,,სახელდება და აუცილებლობა“ პრეზენტაცია ,,ლიგამუსში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი", სტუდენტური პროექტის ,,Sapere Aude" ფარგლებში საულ კრიპკის წიგნის ,,სახელდება და აუცილებლობა" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ქართულად ილიაუნის ფილოსოფიის ინსტიტუტმა გამოსცა.

პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წარუძღვა, რომელმაც სამუელ კრიპკზე და მის შემოქმედებაზე ისაუბრა: ,,სამუელ კრიპკის წიგნი ,,სახელდება და აუცილებლობა" XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანალიზურ ტექსტად არის აღიარებული. თვითონ სამუელი კი, ამ წიგნის გამოქვეყნებამდე იყო სახელგანთქმული, როგორც ლოგიკური გენია. წიგნი ქართულად ფილოსოფიის ინსტიტუტის დაფინანსებით გამოიცა" - აღნიშნა თამარ ცხადაძემ.

მან, ასევე, წიგნის მნიშვნელობაზე და მასში განხილულ ძირითდ იდეებზეც ისაუბრა: ,, წიგნში ,,სახელდება და აუცილებლობა" კრიპკმა პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ლექციები აღწერა, რომლებსაც 1970 წელს კითხულობდა. წიგნში განხილული ძირითადი საკითხი, საკუთარი სახელების მნიშვნელობის თეორიას უკავშირდება. კრიპკი ყურადღებას ამახვლიებს სახელების მნიშვნელობაზე, რომლებსაც საკუთარი საზრისი და მნიშვნელობა აქვთ" -აღნიშნა ქალბატონმა თამარმა.

პრეზენტაციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,ყოველ სამშაბათს ვცდილობ, სტუდენტური პროექტ ,,Sapere Aude"-ს ორგანიზებულ ღონისძიებებს დავესწრო, რადგან ისინი სივრცეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს უთმობენ. როდესაც გავიგე, რომ წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა სიხარულით წამოვედი" - აღნიშნა ნათია ხაჩიძემ.

სტუდენტური პროექტ ,,Sapere Aude"-ს ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები ყოველ სამშაბათს გაიმართება.

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary