„გამიცანი“
10 დეკემბერი, 2014
„გამიცანი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოფენას უმასპინძლა.

 

გამოფენა, კავშირის "ჩვენი ბავშვები" პროექტ "გამიცანის" ფარგლებში, დიასპორის სახელმწიფო აპარატის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბაშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით გაიმართა. ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.


გამოფენა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გახსნა. "დღეს დიასპორის სამინისტრომ თავისი სივრცე დაუთმო პროექტს "გამიცანი". ამ პროექტის მიზანი არის დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე მდგარი პრობლემების წინ წამოწევა. მაქვს დიდი სურვილი, რომ დღევანდელი დღე არ იყოს მხოლოდ ერთჯერადი აქცია და ვისაც შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს ამ ადამიანების ცხოვრება და სათანადო დახმარება გაუწიოს"-გვითხრა გელა დუმბაძემ.

"ასეთ დღეებში ვხვდები, რამდენი გვაქვს საპატიებელი კაცისაგან და ღვთისაგან. ეს ადამიანები ყოველთვის გვახსენებენ, რამდენი გვაქვს გასაკეთებელი" - ასე მიმართა დამსწრე საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

ერთ-ერთმა მშობელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს და მათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ასეთ დღეებში, ახსენდებათ ეს ბავშვები. "ამ ბავშვების უფლებებზე მხოლოდ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრებზე საუბრობენ, თუმცა სინამდვილეში არაფერი კეთდება. მე ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ბავშვს არ ჰყავს მამა, ის არის მარჩენალდაკარგული და თან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი დახმარება არის მხოლოდ 100 ლარი. ამიხსნას ვინმემ, როგორ შეიძლება ღირსეულად ვარჩინო ჩემი შვილი, რომ არ ვიყო მათხოვარი?!"- გვეუბნება ლელა ჯანაშია.

გამოფენაზე ბავშვებმა სტუმრებს, თავად დაათვალიერებინეს საკუთარი ნახატები და უამბეს მათ შესახებ. გამოფენას მუსიკალურად აფორმებდა ტრიო "ბრავო".





 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary