ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის ,,მომავლის პირისპირ" ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლთან ახალგაზრდულ საკითხებში, ოთარ აბესაძესთან შეხვედრა გაიმართა.
ოთარ აბესაძემ, სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა: ,,ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი. სხვადასხვა პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. ასევე, საკუთარი პროექტებიც მქონდა, რომლებიც მაშინდელ განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს გავუზიარე. წარმატებისთვის მთავარი საკუთარ თავთან მუშაობაა, უნდა დაანახო სხვებს რისი გაკეთებაც შეგიძლია" - აღნიშნა ოთრ ბაქრაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი წარმატებულ პროექტებსაც შეეხო, რომლებიც საზოგადებისთვის ნაკლებად არის ცნობილი: ,,ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, 2016 წლიდან დაგეგმილი უვიზო მიმოსვლაა. ეს ყველაფერი, ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს პირდაპირი მობილობით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა"- განაცხადა ოთარ აბესაძემ.
შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
,,ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ, როდესაც შეხვედრის შესახებ გავიგე, გადავწყვიტე დავსწრებოდი. მაინტერესებს განათლების სფეროში მომდინარე სიახლეები, როგორც ერთ-ერთ სტუდენტს" - აღნიშნა რიტა ფიფიამ.
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით , მსგავსი შეხვედრები ისევ გაგრძელდება: ,,ჩვენი პროექტის ,,მომავლის პირისპირ" ფარგლებში, ძალიან ბევრი მინისტრი და თავის დარგში წარმატებული პიროვნება მოვიწვიეთ. დღეს, ჩვენი სტუმარი ოთარ აბესაძე იყო, რომელმაც აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარა. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება"-აღნიშნა მარიამ გამეზარდაშვილმა, სტუდენტური ორგანიზაციის ,,ლიბერალური გზა" პრეზიდენტმა.