ქეთევან გოლიაძე 13 შვილსა და 1 შვილიშვილთან ერთად გლდანში 3-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნათესავის საკუთრებაა და ხანძრისგან არის დაზიანებული. ოჯახს უჭირს, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, კრედიტებს, სახელმწიფო დახმარება კი თვეში მხოლოდ 275 ლარს შეადგენს.
ღონისძიების მთავარი ინიციატორი არის ორი მეგობარი: გურო დავითლიანი და ნინო მახარაშვილი. მათ შეკრიბეს თანამოაზრეები ქველმოქმედებისთვის.
საღამოში მონაწილეობა ახალგაზრდა პოეტებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა მიიღეს.
აქციის ორგანიზატორის ნინო მახარაშვილის თქმით: „ადამიანის ღირსება მის არჩევანშია, ჩვენი არჩევანი დღეს კი არის გოლიაძეების ოჯახის დახმარება, გვსურს მათ დავუმკვიდროთ იმედი და ახალი წელი იყოს იმედებით სავსე, ვაჩუქოთ ლექსი, სიმღერა, ან მხოლოდ სითბო დ თანაგრძნობა“.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯგუფი „გუდანის“ წარმომადგენელმა, ლაშა მჭედლიძემ აღნიშნა: „შეიძლება ასეთივე გასაჭირში მომავალში ჩვენც აღმოვჩნდეთ, ახლა ჩვენ მათ ვჭირდებით და მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დავეხმარო ჩემი საყვარელი საქმით, სიმღერით“.