„არა ძალადობას!“
16 დეკემბერი, 2014
„არა ძალადობას!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირებისათვის ღონისძიება ,,არა ძალადობას!" გაიმართა.
შეხვედრა ინტელექტუალურ კლუბ ,,წიგნის მეგობრების" ორგანიზებითა და შსს-ს სოციალური კამპანიის ხელშეწყობით გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კეჭაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვიტაიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგი ია აფთარაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე.

შსს-ს წარმომადგენლის მაკა ფერაძის თქმით, კამპანიის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები და ლექციები ახალგაზრდების ინფორმირებისათვის.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს რუსა მორჩილაძის მიერ დაწერილი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელშიც მომღერლები ძალადობას გმობენ. ასევე გამოფენილი იყო ნახატები, სადაც ჩანდა ახალგაზრდა თაობის ხედვა ძალადობის წინააღმდეგ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მსგავსი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary