«გადავაქციოთ მონაცემები ისტორიად»
16 დეკემბერი, 2014
«გადავაქციოთ მონაცემები ისტორიად» ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა "საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ანუ როგორ გადავაქციოთ მონაცემები ისტორიად" გაიმართა. ორგანიზატორი IDFI იყო. ლექციას ამერიკელი პროფესორი, GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი, დევიდ ბლონსი უძღვებოდა. მან განიხილა ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი პრინციპები.

დევიდ ბლონსმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: "წადი, სთხოვე, ჩაიწერე, შემდეგ გქონდეს იმედი, რომ ინფორმაციის წყარომ არ იცრუა. ინფორმაციას მართავს შენი თითის ბალიშები"- ეს ის სიტყვებია, რომელიც მან ქვეტექსტად დაუდო თავის ლექციას.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტის თათია გიუნაშვილის თქმით: "ჩემთვის ეს შეხვედრა საინტერესო იყო, რამდენადაც მომავალი ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის პერსპექტიული საკითხები განიხილეს, სპიკერის სიტყვებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა შემდეგი: არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, ყველა დამატებითი წყარო ჩვენს ისტორიას მეტად დახვეწილს ხდის".

IDFI-ის პროექტების ხელმძღვანელმა ივეტა გოგავამ აღნიშნა: "ლექცია მოეწყო პროექტის "ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ. უნარების განვითარება" ფარგლებში. ვფიქრობ, საღამო საინტერესო გამოვიდა, ჩვენ მომავალშიც არაერთ სიანტერესო პროექტს შევთავაზებთ ახალგაზრდობას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary