ახალი რეგულაცია და უფლებაშეზღუდული სტუდენტები
17 დეკემბერი, 2014
ახალი რეგულაცია და უფლებაშეზღუდული სტუდენტები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნის სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს. მათი თქმით, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებს მიეცემათ, რაც მათი აზრით, ახალგაზრდების დისკრიმინაციაა. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ახალი დებულებით მათი უფლებები იზღუდება, აქტუალური ხდება ნეპოტიზმით ქულების დაწერა.

წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, სადაც ლექტორები და სტუდენტები შედიან.

ილიაუნის სტუდენტური თვითმართველობის ხელმძღვანელის თორნიკე ჩიქოვანის თქმით: „ვაპროტესტებთ ძველი წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სტუდენტების უმრავლესობას უზღუდავს უფლებებს, რომ აირჩიონ წარმომადგენლობით საბჭოში. 2013-2014 წლის მონაცემებით ასეთი სტუდენტების რაოდენობა არის მინიმუმ 93%. ეს გადაწყვეტილება არის არარაციონალური, უკანონო და დისკრიმინაციული. ის ეწინააღმდეგება განათლების შესახებ კანონით სტუდენტებისთვის მინიჭებულ უფლებებს. ამ საკითხზე სასამართლოშიც შევიტანთ სარჩელს, მაგრამ მანამდე აუცილებელია აქციის ჩატარება. ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა ვამზადებთ სარჩელს უნივერსიტეტისა და ამ დისკრიმინაციული ფაქტის წინააღმდეგ. ჩვენ ამით გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს და ვითხოვთ, რომ ეს ყოვლად უაზრო რეგულაცია გაუქმდეს, ყველა სტუდენტს შეეძლოს, რომ აირჩეს და აირჩიოს წარმომადგელობით საბჭოში“.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შაკო ჩიკვილაძემ, აღნიშნა: „სტუდენტის აკადემიური მოსწრება და დავუშვათ მაღალი ქულა ინგლისურში და შთა-ში არანაირად არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს სტუდენტი კომპეტენტური და ქმედუნარიანი იქნება წარმომადგენლობით საბჭოში. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ვის მოუვიდა თავში ასეთი წესის შემოღება, ნამდვილად არ ვიცი“.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary