„თანასწორობას მოაქვს წარმატება!“
18 დეკემბერი, 2014
„თანასწორობას  მოაქვს  წარმატება!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "ბომონდ გარდენში" "ქალთა პარტიის" ორგანიზებითა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ბარიერები".

ტრენინგს ხელმძღვანელობდა IRI-ის პროგრამების მენეჯერი ნინო დოლიძე, რომელმაც ისაუბრა, თუ რა უშლის ხელს ქალს, გახდეს წარმატებული პოლიტიკოსი. შეხვედრაზე დაასახელეს რამდენიმე ბარიერული მიზეზი: ოჯახის ზეგავლენა, საზოგადოების აზრი, განათლება, ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებში არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ, აღსანიშნავია,რომ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი (12%), ასევე, 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტის (თიანეთის) გამგებელია ქალი. 

ტრენინგს ესწრებოდნენ სტუდენტები და "ქალთა პარტიის" წევრები: თამარ მუსხელიშვილი, მაია ნაცვლიშვილი, შორენა მაჭავარიანი. 

როგორც "ქალთა პარტიის" წევრმა შორენა მაჭავარიანმა აღნიშნა: "უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას დღევანდელი ტრენინგიც ადასტურებდა, სამწუხაროდ, მსმენელთა შორის იყო მხოლოდ 1 ახალგაზრდა კაცი, უმრავლესობას კი ქალები წარმოადგენდნენ, მთლიანობაში საინტერესოდ ჩაიარა შეხვედრამ, ჩვენ, "ქალთა პარტიის" წევრები" მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომავალში ქალთა ემანსიპაციას და დავამტკიცოთ, რომ ქართულ პოლიტიკას ჭირდება ქალები". 

IRI-ის პროგრამების მენეჯერ ნინო დოლიძის თქმით: "ჩვენ ვეხმარებით ქართულ პარტიებს განვითარებაში, ამ შემთხვევაში "ქალთა პარტიის" აქტივისტებს ვაწვდით ინფორმაციას გენდერული თანასწორობის საკითხებსა და საკანონმდებლო კვოტის შესახებ, მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა, რადგან ისინი განსაზღვრავენ მომავალი ქართული პოლიტიკის ბედსა და იდეოლოგიურ განვითარებას". 

"ბევრი რამ გავიგე ქალთა უფლებების შესახებ, საინტერესო იყო, როგორც სპიკერის მოხსენება, ასევე ახალგაზრდების ჩართულობა, ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ არ არსებობს ბარიერები გენდერს შორის, ქალები მხოლოდ სტერეოტიპებისა და სხვათა გავლენის გამო ამბობენ უარს საკუთარ წარმატებაზე" - გვითხრა მსმენელმა თამთა საგანელიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary