წარმომადგენლობით საბჭოში ჩართული სტუდენტები მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სწორედ ამიტომ თავად წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები ყოფილიყვნენ ჩართულნი.
"უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრები აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება აირჩიონ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე, აკადემიური საბჭოს წევრები. საბჭომ ჩათვალა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები ჩაერთვებოდნენ. კანონმდებლობით მსგავსი ზღვრის დაწესება არ გვაქვს აკრძალული. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც" - განმარტა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილიმა.
არჩევნებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობისთვის სამი სტუდენტი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული მე-2 კურსის სტუდენტი 231 ხმით ნინო მერაბიშვლი გახდა.
ნონოს თქმით, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ის ყველაფერს გააკეთებს თითოეული სტუდენტის უფლებების დასაცავად.
"ძალიან გახარებული ვარ და ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობელი ვარ თითოეული სტუდენტის, ვინც მხარი დამიჭირა. სამომავლოდ ვაპირებ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას, რადგან გავიგო მათი პრობლემები და მივიტანო იმ ადამიანებამდე, ვისაც რეალურად შეუძლია მათი დახმარება" - განაცხადა ნინო მერაბიშვილმა.
სტუდენტთა ნაწილის აზრით, ნინო მერაბიშვილი ღირსეული გამარჯვებულია, რადგან ის სტუდენტურ ცხოვრებაში ყოველთვის იყო ჩართული .
"ნინოს მივეცი ხმა, რადგან ის არის აქტიური სტუდენტი, სტუდენტურ ცხოვრებაში ყოველთვის ჩართულია და მჯერა, რომ სტუდენტების აზრს, იდეას თუ ინტერესს , უნივესიტეტის ადმინისტრაციასთან წარადგენს. მჯერა, რომ ის დაიცავს ჩვენს უფლებებს" - აღნიშნა ნათია კენჭაძემ.
"ნინო წელს გავიცანი, როცა ერთ-ერთ პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა. ნინომ კარგად იცის სტუდენტური პრობლემების შესახებ და მჯერა, რომ ის იქნება სტუდენტური ხმა ჩვენს ადმინისტრაციაში"- განაცხადა "თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას არსენ გორგაძემ.
არჩევნებში მონაწილეობა სულ 291-მა სტუდენტმა მიიღო, 231 ხმით ნინო მერაბიშვილმა გაიარჯვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სტუდენთა ნაწილმა საბჭოში სტუდენტთა არჩევის ახალი რეგულაცია გააპროტესტეს, ისინი ახალ ნორმას სტუდენტთა უფლებების შელახვად მიიჩნევენ.