სტუდენტები საყდრისში აქციის გამართვას გეგმავენ
19 დეკემბერი, 2014
სტუდენტები საყდრისში აქციის გამართვას გეგმავენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით აქცია გაიმართა საყდრის-ყაჩაღიანის განადგურების გამო.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალგაზრდები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობა დაიწყეს ეკონომიკის სამინისტროსკენ, ამის შემდეგ აქტივისტებმა გადაინაცვლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. სტუდენტები მოითხოვდნენ, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გამოსულიყვნენ და პასუხი გაეცათ მათ მიერ დასმულ კითხვებზე, თუმცა, კულტურის სამინისტროს არცერთმა წარმომადგენელმა არ ისურვა სტუდენტებთან შეხვედრა.


"საყდრისი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელ ევრაზიულ სივრცეში. ასეთია ქართველ და უცხოელ ექსპერტ-მეცნიერთა დასკვნა, ასეთია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი, იმ საზოგადოებისა, რომლისთვისაც ერის დაცემა იწყება იქ, სადაც ქრება ისტორიული მეხსიერება.
აუცილებელია ძეგლის დაცვა, თუნდაც იგი არ იყოს დიდი მნიშვნელობისა, ეს უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა. მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ამიტომ ღიად გამოვხატავთ ჩვენს აზრს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ძეგლის მიმართ ვანდალური მოპყრობა და სასწრაფოდ აღუდგეს საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქციებს მანამ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ" – განაცხადა თსუ–ს სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.

სტუდენტების მოთხოვნა იყო: "შეჩერდეს ,,არემჯი გოლდის" მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ახლახან განახლდა და რის გამოც ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიწყოს მიმდინარე პროცესების გამოძიება და დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ!"


არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "საყდრისი - მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტი დაანგრიეს, მართალია, ჯერ კიდევ შეიძლება იქ არქეოლოგიური მუშაობა, მაგრამ ძალიან დაზარალდა მისი ტურისტული მნიშვნელობა. სამწუხაროა, რომ საყდრისის დანგრევა მოხდა ერთი კაცის ინტერესების გამო".


აქციის მონაწილეები 21 დეკემბერს გეგმავენ საყდრისში ჩასვლას და მშვიდობიანი აქციის გამართვას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary